суббота, 10 января 2009 г.

ჩემი უბანი - კვერნაქი

მე თინათინ ბეჟუაშვილი ვარ,10 წლის. ვცხოვრობ გორში, პეტრიაშვილის ქუჩა 85-ში.,რომელიც კვერნაკის დასახლებას ეკუთვნის ქედი წარმოადგენს დაბალმთიან ბორცვიან სერს. დასახლების მშენებლობა დაიწყო1953-65-წლებში. ხოლო გარეუბნების მშენებლობა კი მოგვიანებით. ძველად კვერნაკის ფერდობები ეკუთვნოდა სოფელ კარალეთის კოლმეურნეობას, ხოლო მიწის ნაწილი კი გამოყენებული იყო (დღესაც არის) სასაფლაოდ. ჩემი საცხოვრებელი სახლი პაპამ იყიდა 1980 წელს ძველ მეპატრონეს კი აუშენებია 1960 წელს. პაპიკომ მთლიანად გადააკეთა, რის შემდეგ სახლმა სულ სხვა სახე მიიღო, იგი გახდა ორსართულიანი,უფრო ფართო და ნათელი, ბევრი ოთახებითა და ძალიან ლამაზი ბაღით.
ჩვენს უბანში ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანია. დავდივართ ეკლესიაში.
უბანი ძალიან მეგობრულია. წელიწადის ყველა ღირშესანიშნვ დღეს მორიგეობით აღვნიშნავთ ყველას ოჯახში. ჩვენი სახლის წინ, დიდი ნაძვის ქვეშ, დგას მაგიდა სკამებით, სადაც ზაფხულში მეზობლებლები იკრიბებიან.
წლევანდელ აგვისტოს, ომის დროს, როდესაც რუსები შემოვიდნენ გორში, ჩვენც გავედით ქალაქიდან. ჩემს უბანში დარჩენილა რამდენიმე მეზობელი. ისინი ერთმუშტად შეკრულან და ყველას სახლებისთვის უპატრონებიათ. იმ ავბედითმა დღეებმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა უბანში ერთმანეთს. ახლა, როდესაც ერთიმეორეს ვხვდებით, პირველ რიგში ვუსურვებთ მშვიდობას და საქართველოს გამთლიანებას.